Saturday, October 1, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

  ტრენინგის მეცხრე დღე ძალიან შრომატევადი და ნაყოფიერი იყო, ავტვირთეთ  საკუთარი პროექტის პორტფოლიო ბლოგზე, გავეცანით ერთმანეთის პროექტებს,  უკუკავშირის ფორმების ნიმუშებს მიხედვით   გავაკეთეთ უკუკავშირები.
   ჩემთვის ეს ტრენინგი იყო ძალიან კარგი, დავგეგმე პროექტი რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ ჩემს მოსწავლეებთან, რაც დაეხმარება მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაში.
   დიდი მადლობა პატივცემულ ტრენერს, დიმიტრი პოპოვს.
    

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Sunday, September 25, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

  ტრენინგის მეშვიდე დღეს გავეცანით შეფასების რუბრიკებს, ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლის სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის შეფასების რუბრიკის და მაშში შემავალი  კრიტერიუმების ცოდნა, განსაკუთრებით მოსწავლის მოტივაციაზე დადებიტად აისახება განმავითარებელი შეფასება, რომელიც მათ საშუალებას აძლევს მიხვდნენ თავიაანთ დადებით მხარეები და თუ რისი გამოსწორება ესაჭიროებათ შემდეგისათვის.
    ტრენინგის განმავლობაში ასევე გავეცანით მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციებს და ავტვირთეთ ბლოგზე.

Tuesday, September 20, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

   მეექვსე დღეს ვისაუბრეთ თუ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი  ჩვენი თემისათვის და როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს მისი უსაფრთხოდ გამოყენება.
   მოსწავლეებს პროექრის განმავლობაში ბევრჯერ მოუწევთ დავალებების შესრულება და შემდეგ პრეზენტაციის გაკეთება, ამისათვის ჯერ უნდა ვასწავლოთ თავდაპირველად როგორ დაგეგმონ  ესა თუ ის  აქტივობა და შემდეგ ისე განახორციელონ. ასევე ტრენინგზე შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, თუ როგორ გააკეთებს იგი დავალებას,  შევეცადეთ დაგვენახა მოსწავლის თვალით სასწავლო პროცესი, რაც ძალიან სახალისო და საინტერესო აქტივობა იყო.  

ტრენინგის მეხუთე დღე

   ტრენინგის მეხუთე დღეს დავასრულე და საკუთარ ბლოგზე ავტვირთე ჩემი პორტფოლიო, რომლის საშუალებითაც მსურველები გაეცნობიან ჩემი პროექტის მოკლე შინაარსს, რა თემაზე ვაკეთებ, რა მიზანი მაქვს და რა შედეგებს ველოდები ამ პროექტიდან, ასევე საშუალება მექნება გავეცნო ჩემი კოლეგების პორტფოლიოებს, მივცე უკუკავშირი რა მომეწონა, რა შეიძლება გამოსწორდეს და ასევე მათგანაც მივიღო რჩევები, ასეთი თანამშრომლობით ვფიქრობ უფრო კარგ შეგეგებს ვაჩვენებთ და განუვითარებთ ჩვენს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარებს.
    ინტერნეტი ძალიან კარგი საშუალებაა სასაწავლო პროცესში მასალების მოძიებისათვის, ამ კუთხითაც, მე-5 დღეს გავეცანით ინტერნეტთან თანამშრომლობის სასწავლო რესურსების გამოყენებას, გავეცანით სხვადასხვა ინტერნეტსაიტებს სადაც შეგვეძლება მოვიძიოთ მასალები და გამოვიყენოთ ჩვენს სასწავლო პროცესში.
    

Wednesday, September 14, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

       ტრენინგის მეოთხე დღეს კიდევ უფრო ძირეულად გავეცანი რომ, როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე პროექტში შეფასების მთავარი მიზანია მოსწავლეთა სწავლის გაუმჯობესება და სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვა. შეფასება უნდა ხდებოდეს მუდმივად როგორც დასაწყისში, პროცესში და დასასრულს, შეფასების დროს უკეთესად ვხედავთ ნაკლოვანებებს, რომელთა გამოსწორებასაც შემდეგ ეტაპზე უფრო უკეთესად ვახორციელებთ. პროექტის დასაწყისში და მიმდინარეობის დროს უფრო მნიშვნელოვანია განმავითარებელი შეფასება, ხოლო დასასრულს შემაჯამებელი შეფასება. ასევე აუცილებელია შეფასება იყოს მრავალფეროვანი და ბავშვიც უნდა ჩავრთათ შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში, რათა მანაც იცოდეს როგორ ვაფასებთ მის შრომას.