ტრენინგის მეორე დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემთვის, რადგან ვისწავლე და შევქმენი საკუთარი ბლოგი სადაც განვათავსებ ინფორმაციას, პროექტებს, ჩემი კლასის ნამუშევრებს რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ასევე მე საშუალება მექნება ვნახო და გავეცნო სხვათა ნამუშევრებს, გავიზიარო სხვების აზრები და ჩემთვის მისაღები ინფორმაცია მოვარგო ჩემი კლასის საჭიროებებს.
გავეცანი ასევე თუ რა მოთხოვნები აქვს პროექტს, რა მახასიათებლები აქვს. პროექტზე დაფუძვნებული სწავლება მორგებულია მთლიანად მოსწავლეზე, იგი ანვითარებს, 21-ე საუკუნის უნრებს, კვლევა-ძიების უნარებს, როდესაც მოსწავლემ თავად უნდა მოიძიოს ინფორმაცია და შექმნას რაიმე პროდუქტი. ასევე პროექტი აკავშირებს სხვადასხვა საგნობრივ სტანდარტებს და ავითარებს მაღალი დონის უნარებს. პროექტის დროს მოსწავლე არის ცენტრში, პროექტი მიზნები შესაბამისია სასწავლო სტანდარტთან, აუცილებელია ის რეალური სამყარო სადაც მოსწავლეს უწევს ცხოვრება, მოსწავლეს უნვითარდება ტექნოლოგიური უნარები, შეუძლია გამოიყენოს ინტერნეტსაიტები საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად.
პროექტისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს პუბლიკაციის მომზადებას, პროექტის დაწყებამდე უნდა შევქმნათ ბუკლეტები, ოღონდ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ვისთვის ვქმნით, მშობლისათვის, მასწავლებლებისათვის თუ მოსწავლეებისათვის, რადგან შევქმნათ შესაბამისი შინაარსი, შესაბამისი პუბლიკისათვის.